დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„საცერივით გამოდის ინფორმაციები „ნაცმოძრაობიდან“ - ჩაიშალა დავალება, თითქოს „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს“ 31.10.2020 14:26

„საცერივით გამოდის ინფორმაციები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩაიშალა დავალება, იქნებ როგორმე გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძემ მიმართა მედიას და მოუწოდა, ნუ ჩაებმებიან ინფორმაციის გასავრცელებლად მსგავს სქემაში, რომლის შესახებაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ბოლო დღეებში „ქართული ოცნება“ აწვდიდა.

 

„საცერივით გამოდის ინფორმაციები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩაიშალა დავალება, იქნებ როგორმე გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებზე თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს. ჩვენი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, უბნებზე ეს ყალბი ინფორმაცია ვინმეს არ გაევრცელებინა. ნახევარი საათის განმავლობაში ასეთი ინფორმაცია ვერ გავრცელდა, თუმცა „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტი ლაითურის საარჩევნო უბნიდან ჩაერთო, თითქოს ლაითურის საარჩევნო უბანზე მიიყვანეს იზოლაციაში მყოფი პირები. საუბარია, დავითაძეების ოჯახზე, რომლებიც იზოლაციაში მართლაც იმყოფებოდნენ. ორი დღის წინ მათ გაუვიდათ იზოლაციასი ყოფნის ვადა. მხოლოდდამხოლოდ იმ მიზნით, რომ შეაშინონ ამომრჩეველი, „ნაცმოძრაობა“ და მისი დანაყოფები უკვე პანიკაში არიან, ამ მიზნით შეგნებულად გავრცელდა არასწორი, ცრუ ინფორმაცია“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ