დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"გააგრძელეთ ასე მუშაობა!"- კახა კალაძე აგიტატორებს და მხარდამჭერებს მიმართავს 31.10.2020 14:56

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსგენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერებს მოიწოდა, გააგრძელოდ ასე მუშაობა. მან აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ აგიტატორების მუშაობა კანონდარღვევა არ არის.

 

მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებსა და მხარდამჭერებს - გააგრძელეთ ასე მუშაობა! საარჩევნო უბნების მიმდებარედ აგიტატორების მუშაობა კანონდარღვევა არ არის და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით. ამომრჩეველთა სიები ცესკოდან მიღებული აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და უბნების მიმდებარედ პრაქტიკულად ყველა პარტია აწარმოებს იგივე ტიპის სამუშაოებს.

 

ასევე, სამართალდარღვევას არ წარმოადგენს საარჩევნო უბნების ვიდეოგადაღება - აქაც იყო გარკვეული პირების მხრიდან გაჟღერებული განცხადებები, რომ თითქო ეს კანონდარღვევა იყო. ეს არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ საჭიროა კომისიისადმი წინასწარ მიმართვა. ეს ყველა პარტიას შეეძლო გაეკეთებინა - მიემართა კომისიისთვის და ისინი თანხმობას მიიღებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ