დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ 14:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს 31.10.2020 15:14

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, გამოავლინეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი. კერძოდ: მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის N13.22.59 უბანზე ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა, კაბინიდან გამოსული ამომრჩევლები ბიულეტენებს იქ მყოფ პირებს ღიად აჩვენებენ; გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარული ოლქის N09.12.48 უბანზე ნაკადის მარეგულირებელმა კომისიის წევრმა დროებით, ჩანაცვლების გარეშე, დატოვა ფუნქციის შესრულება. უბანზე 2 ამომრჩეველი შემოვიდა მარკირების შემოწმების გარეშე. ჩვენი დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა;

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის N14.23.11 უბანზე მყოფი პირი ამომრჩევლებს მიუთითებდა რომელი სუბიექტისთვის მიეცათ ხმა. ჩვენი დამკვირვებლის მითითების საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა; დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქის N06.05.109 უბანზე დაბრუნებული გადასატანი ყუთის სიაში არ არის დაფიქსირებული ამომრჩეველთა ხელმოწერები; ათენის N38 საარჩევნო უბანზე (ეკუთვნის მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარულ ოლქს) არ უშვებენ დამკვირვებელს; ვაკის მაჟორიტარული ოლქის N02.02.12 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას. რეგისტრატორმა კომისიის წევრმა მიუთითა ამომრჩეველს რომელი სუბიექტისთვის მიეცა ხმა; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქის N20.56.50 უბანზე კაბინები იმგვარად იყო განთავსებული, რომ არ იყო დაცული ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. ჩვენი დამკვირვებლის საჩივრის საფუძველზე პრობლემა აღმოიფხვრა; საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ზოგადი დარღვევა. კერძოდ, არ ხდება რეგისტრატორთან ამომრჩევლების იდენტიფიცირება. რეგისტრატორები ხშირად არ ითხოვენ პირბადის მოხსნას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ