დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

“ადამიანმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იწევდა ჩემზე, ვიღაცა ჩაუდგა შუაში"-მარიკა დათუკიშვილი 31.10.2020 15:52

 

ისნის რაიონის 78-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, მას “ქართული ოცნების” წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური შეირაცხყოფის მცდელობა ჰქონდა.


“ადამიანმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა ჰქონდა და იწევდა ჩემზე, ვიღაცა ჩაუდგა შუაში. ეს ადამიანი იყო დუჟმორეული, შეურაცხადი, არაფხიზელ მდგომარეობაში”,- განაცხადა დათუკიშვილმა.

 

ადგილზე ასევე იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე და ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი რატი იონათამიშვილი.  ხატია დეკანოიძის განცხადებით, მომხდარ ინციდენტს ისინი პოლიციაში გაასაჩივრებენ.

 

რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები წერტილოვნად ირჩევენ უბნებს და რადგან არსად არ ხდება ესკალაცია და ყველგან ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს.


ჩვენ ვატყობთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები წერტილოვნად ირჩევენ უბნებს და რადგან არსად არ ხდება ესკალაცია და ყველგან ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს, ამიტომ ეს პროცესი არ სიამოვნებთ და სხვადასხვა უბნებზე, სადაც ატყობენ, რომ კიდევ უფრო ცუდად აქვთ საქმე, ვიდრე სხვაგან, ცდილობენ, რომ ვიღაც გამოიწვიონ”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ