დღე: 20

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8812

დავით ბაქრაძე - ამომრჩევლებს ფულს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები 31.10.2020 16:15

"ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ამ არჩევნებზე უამრავი დოკუმენტირებული საბუთია იმის, როგორ ურიგებენ ამომრჩევლებს ფულს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები.

"ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დღეს დარწმუნებული გაკვეთილი, რომ აზრი არ აქვს არეულობის მცდელობას და ხელისუფლებამ არჩევნები წააგო. დილიდან ყველა მოწმე ხართ, საზოგადოების მაღალი აქტივობის, ყველა უბანზე იყო რიგები.

მინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრა მადლობა, რომელსაც არ შეეშინდა არც კოვიდის და არც ზეწოლის და ხმა მისცა ამ ქვეყანაში ცვლილებებს.

იმ ადამიანებს კი, მოვუწოდებ, ვინც სახლშია, დღეს არის დღე, რომელმაც უნდა წაგვიყვანოს წინ, ან უნდა დაგვტოვოს ჭაობში. ამიტომ, მოდით მშვიდად მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე და "ქართული ოცნება, რომელიც ფულის დარიგების იმედად არის დარჩენილი, მშვიდობიანად გავისტუმროთ სახლში.

დღევანდელი დღე უნდა იყოს საქართველოს წარმატების დღე.

ამ არჩევნებზე არის უამრავი დოკუმენტირებული რაოდენობა იმის, როგორ ურიგებენ ამომრჩეველს ფულს. ამომრჩევლებს მინდა ვუთხრა ის რასაც გაძლევენ ღმერთმა შეგარგოთ, რადგან ეს ფული, არ არის ბიძინა ივანიშვილის ფული, ეს არის ბიუჯეტის ფული,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ