დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ლადო ბოჟაძე: ოპოზიცია მარნეულში არეულობის შექმნას ცდილობს 31.10.2020 16:21

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობაც საკმარისად მაღალია.

 

როგორც ლადო ბოჟაძემჯორჯიან თაიმსთანგანაცხადა, ოპოზიცია ცდილობს მარნეულში არეულობის შექმნას.


„ოპოზიცია ქვემო ქართლსა და კონკრეტულად მარნეულში არეულობის შექმნას ცდილობს, ეს აშკარაა. აშშ- ელჩი ჩაბრძანდა მარნეულში. ეს იყო სიგნალი ოპოზიციისთვის, რომ არეულობას ამ ქვეყანაში არავინ დაუშვებს.


რაც შეეხება, ამომრჩეველთა აქტივობა საკმარისად მაღალია იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეპიდსიტუაციაა. საარჩევნო უბნებზე რიგებია. მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამომრჩეველს მივიდნენ არჩევნებზე, იმიტომ, რომ  საარჩევნო უბანზე მისვლა სრულიად უსაფრთხო.“- განაცხადა ლადო ბოჟაძემ.


მისი თქმით, არჩევნების შემდეგ  გარკვეული გართულებები აუცილებლად იქნება.


დღეს ღამე, ხვალ, ზეგ  გარკვეული სახის აქციები იქნება, მაგრამ ყველაფერი კონსტიტუციურ და კანონმდებლობის ფარგლებში უნდა დარჩეს. ყველა გამარჯვებული ვერ იქნება. დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი. ვფიქრობ, გვეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი, სავარაუდოდ  8-10  სუბიექტი შეძლებს პარლამენტში მოხვედრას,“ -განაცხადა ლადო ბოჟაძემ

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ