დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 36.45% შეადგინა 31.10.2020 16:27

15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 36.45% შეადგინა.

როგორც ცესკო- სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 1 279 947-მა ამომრჩეველმა მისცა.

ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 49.5 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 33,9%," განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკო- სპიკერმა ამომრჩევლებს მოუწოდა იაქტიურონ, რადგან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე 4 საათზე ნაკლები რჩება.

ცესკოს ინფორმაციით, თბილისში ამომრჩევლის აქტივობა, 15:00 საათის მონაცემებით, 34.2%-ია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ