თითოეული ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის - ზოგ შემთხვევაში, სწორედ მცირედით შეიძლება გადაწყდეს პირველი ტურის ბედი, - ამის თაობაზე პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა
მან ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისაკენ მოუწოდა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge