დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს არჩევნებს 31.10.2020 16:35

ჩვენი ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნებადამაჯერებლად იგებს არჩევნებს, - ამის შესახებქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმაირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე.

ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან. საინტერესოა, რომ ამ უბნებთან მღელვარებასა და მცირე ინციდენტებს ძირითადად წინ უსწრებს ხოლმე ადგილზე პარტიული ტელევიზიების მისვლა - შეიძლება დამთხვევაა. დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია.

აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გვინდა გადავუხადოთ. ჩვენი ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნებადამაჯერებლად იგებს არჩევნებს.

უკვე 15:00 საათისთვის სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა ჩვენ პარტიას და ჩვენს კანდიდატებს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისთვის.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ხმა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის იმიტომ, რომ ზოგ შემთხვევაში სწორედ მცირედით შეიძლება გადაწყდეს პირველი ტურის ბედი. შესაბამისად, ყველა ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ“,-განაცხადა კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ