დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მამუკა ხაზარაძე: "ქართული ოცნება" აგონიაშია 31.10.2020 16:40

პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე რადიო „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მისი პარტია არჩევნების დღეს საკმაოდ მობილიზებულია.

 

ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ აგონიაშია, რაც საარჩევნო უბნებზე, არაერთ დარღვევაში გამოიტახება.

 

„ჩვენ ხშირად ვატარებთ ბრიფინგებს, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს, არც ერთი დარღვევა არ დარჩეს უყურადღებოდ. რეალობა კი არის ის, რომ ოცნება ამ არჩევნებს აგებს. ის პოზიცია, რაც მათ უკავიათ, არის მოჩვენებითი სიმშვიდე. ჩვენმა დამკვირვებლებმა უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ