დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ანა მიქელაძე: საზღვარგარეთ გახსნილ რამდენიმე უბანზე მცირე შეფერხება იყო 31.10.2020 16:42

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საზღვარგარეთ გახსნილ რამდენიმე უბანზე მცირე შეფერხებას ჰქონდა ადგილი. როგორც მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შეფერხებები აღმოფხვრილია და კენჭისყრის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

„საზღვარგარეთ ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი, რაც შეეხება ათენს, ნამდვილად იყო შეფერხება მცირე ხნით იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ამომრჩეველი იყო მისული საარჩევნო უბანზე, თუმცა ამ წუთებში ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. რომთან დაკავშირებით შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დამკვირვებელს არ ჰქონდა თან შესაბამისი აკრედიტაცია, თუმცა, შემდგომ მან შეძლო აკრედიტაციის წარმოდგენა და იმყოფება საარჩევნო უბანზე. ბარსელონის საარჩევნო უბანი არ გახსნილა დაგვიანებით და კენჭისყრის პროცესი ახლაც მიმდინარეობს“, - განაცხადა მიქელაძემ.

 

ამასთან, მიქელაძის ინფორმაციით, ავღანეთში ერთი საარჩევნო უბანი უკვე დახურულია, ხოლო მეორე უბანზე ხმის მიცემის პროცესი გრძელდება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ