დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ირაკლი კობახიძე - 2016, 2017, 2018 წლებში ყოველთვის ხდებოდა ქარიშხალი ჭიქაში, ამ შემთხვევაში ეს არის ქარიშხალი ტელევიზორში 31.10.2020 16:49

2016, 2017, 2018 წლებში ყოველთვის ხდებოდა ქარიშხალი ჭიქაში, ამ შემთხვევაში ეს არის ქარიშხალი ტელევიზორში,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ექნება თუ არა გავლენა არჩევნების შეფასებაზე იმ დაძაბულობას, რომლის ფონზეც ეს პროცესი მიმდინარეობს.

 

მისი განცხადებით, ეს ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებს საარჩევნო გარემოს შეფასებაზე.

 

მან განცხადება სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ მსგავსი ფაქტი დადასტურდა, პასუხისგებაში უნდა მიეცეს როგორც ქრთამის გამცემი, ასევე მიმღები.

 

„თუ ვინმე აღიარებს, რომ მან აიღო ქრთამი ანუ ამომრჩევლის მოსყიდვას თუ აქვს ადგილი, ამ შემთხვევაში ქრთამის ამღებიც და გამცემიც არის პასუხისგებაში მისაცემი. თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს, ბუნებრივია, ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები“, - განაცხადა კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ