დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"პატრიოტთა ალიანსის" დამკვირვებლი საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს 31.10.2020 16:49

სოფელ კახათში, 96-ე საარჩევნო უბანზე "პატრიოტთა ალიანსის" დამკვირვებელი თავმჯდომარემ გამოაძევა. როგორც "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, თათია დალაქიშვილი ამბობს, მისი გამოძევების მიზეზი გახდა პროტესტი, რომელიც გამოთქვა მაშინ, როდესაც უბანზე მისულმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელიც ამ უბანზე რეგისტრირებული არ იყო, სხვა პირის ნაცვლად დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

 

"მოვიდა ქალბატონი, მამაკაცის ადგილას მოაწერა ხელი და ჩააგდო ჩვეულებრივ ბიულეტენი. ვერ მოვასწარი დაფიქსირება, ავტეხე ხმაური და გამოვთქვი ჩემი აზრი, რატომ ხდებოდა ასე. ამ ყველაფრის მერე გამაძევეს უბნიდან. ეს იყო შეგნებულად, რადგან ეს ქალბატონი საერთოდ არ იყო სიაში და არ აძლევდა აქ ხმას,"-განაცხადა მან. 

 

უბნის თავმჯდომარის, ირმა სამუშიას განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო "პატრიოტთა ალიანსის" დამკვირვებლის გამოძევება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ხმაურობდა და კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდა. 

 

"გვედავებიან რეგისტრაციის გარეშე მიაღებინეთო ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობა, სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ამბობს ცრუ ინფორმაციას, ვერ ადასტურებს და ა.შ. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მაინც აგრძელებდა, ხმაურს იწვევდა, რეგისტრატორების ფუნქციაში იჭრებოდა, მუშაობის საშუალება არ გვაძლევდა, ამიტომ, იძულებულები გავხდით გაძევების ოქმი დაგვეწერა,"-განაცხადა ირმა სამუშიამ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ