დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

179-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს 31.10.2020 16:55

სამართალდამცავებმა გლდანის 179-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რამდენი პირია დაკავებული.

 

ფიზიკური დაპირისპირება გლდანში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაიწყო. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაპირისპირებაში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ, თუმცა, აქტივისტები მათაც დაუპირისპირდნენ.

 

ერთ-ერთმა აქტივისტმა პოლიციელს წყალიც შეასხა. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ პოლიციელებს სავარაუდო სამართალდამრღვევების დაკავებაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ