დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ნიკა მელია - მივმართავ ამომრჩევლებს, კრიტიკული საათები მოდის და გვჭირდება ხმების დაცვა 31.10.2020 17:22

მივმართავ ამომრჩევლებს, კრიტიკული საათები მოდის და გვჭირდება ხმების დაცვა - ამის შესახებ, ნიკა მელიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, გლდანში არსებული ვითარება იმაზე უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე მაყურებელს ჰგონია.

 

„გლდანში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი. კრიმინალები  და პოლიციელები მივარდნენ. კახი კალაძის ბავშვობის მეგობარმა ვინმე დათო კვიჟინაძემ იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო ვითარებაში და დაუმიზნა ჩვენს დამკვირვებლებს. ამ დროს კი პოლიციამ ჩვენი დამკვირვებელი დააკავა.

 

წაგებული გაქვთ ეს არჩევნები, დიდი სხვაობით გაქვთ წაგებული.  არა მხოლოდ გლდანის რაიონებში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.  მივმართავ ივანიშვილ-გომელაურს, ხელი აიღეთ დანაშაულის  ჩადენაზე, ჩვენ ხმებს ვიცავთ და დავიცავთ. ნუ არბევთ საარჩევნო უბნებს.

 

მივმართავ ამომრჩევლებს, კრიტიკული საათები მოდის და გვჭირდება ხმების დაცვა. მობრძანდით გლდანის ცენტრალურ შტაბში, მშვიდობიანად გადავნაწილდეთ და დავიცვათ ჩვენი ხმები,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ