დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

მამუკა მდინარაძის თქმით, ნაციონალებმა პირწმინდად წააგეს არჩევნები 31.10.2020 17:27

„გლდანში, არაერთ ლოკაციასა და უბანზე ადგილი ჰქონდა ნიკა მელიას მთავარი ზონდერის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

„როგორც მოსალოდნელი იყო და ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით ამის შესახებ, რამდენიმე დღის განმავლობაში, გლდანში მოსალოდნელი იყო ძალიან მძიმე პროვოკაციები და არა მხოლოდ გლდანში, ჩვენს მიერ გამართულ ბრიფინგებზე რამდენიმე ლოკაცია დავასახელეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ ისინი გლდანის რაიონში აპირებდნენ ზონდერების მობილიზებას და მათ გააქტიურებას.

 

ყველას მოვუწოდებ - „ქართული ოცნების“ ყველა აქტივისტს და მხარდამჭერს, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ამ პროვოკაციებს, რაც არ უნდა ძნელი გასაძლები იყოს ეს ყველაფერი. ყველანაირად ეცადეთ, არ აყვეთ ასეთ პროვოკატორებს და არ მისცეთ საშუალება, ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ისევე, როგორც „ქართულ ოცნებას“, უკვე აქვს ინფორმაცია, რომ არჩევნებს აგებენ.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - მთელი დღის განმავლობაში თქვენ ყველას, საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ესმით, რომ „ქართულ ოცნებას“ თითქოს მობილიზებული ჰყავს ძველი ბიჭები და ა.შ. მე მინდა, კონკრეტული ადამიანის შესახებ გითხრათ. ვინ არის ეს ადამიანი? ეს არის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია იმ ჩხუბში მონაწილეობისთვის, რაც ეთერში გავიდა. მას მეტსახელად ჰქვია „ჭყიპინა“ და გლდანში ყველა იცნობს, როგორც ე.წ. „ძველ ბიჭს“ და ავტორიტეტს.

 

არ ვიცი, „ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „ფეისბუქშიც“ ვხედავ რაღაც აჟიტირებულ პოსტებს, თუმცა ეს ისტერიკის მაჩვენებელია სინამდვილეში, რომ თითქოს, ისინი არჩევნებს იგებენ, თუმცა უტყუარი ინფორმაციით, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მათაც უკვე აქვთ ინფორმაციები იმის შესახებ, რომ პირწმინდად აგებენ არჩევნებს და გადასულები არიან იმ ქმედებებზე, რომელზეც საბედნიეროდ წინა დღეებში ინფორმაცია მოვიპოვეთ და როგორც მაშინ, ასევე დღეს ამის შესახებ ვაფრთხილებდით საზოგადოებას.

 

რაც შეეხება იმ საოცარ წუხილებს, რომელიც გახმოვანდა, მაგალითად, რამდენიმე წუთის წინ გლდანში საგანგებოდ მისული სალომე სამადაშვილის მხრიდან, რომ წარმოუდგენელია ამდენი პოლიციელი - ანუ „ჭყიპინასთვის“ და მისი ზონდერ ბრიგადისთვის უნდა მიეცათ პოლიციელებს საშუალება, რომ განეხორციელებინათ თავისი დესტრუქციული მოქმედებები? მესმის ძალიან კარგად, რომ სასაცილოა, რომ „ჭყიპინას“ იმედზეა თურმე გლდანში ნიკა მელია,

 

მან უნდა მოიგოს და მისმა ზონდერ ჯგუფმა არჩევნები, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, ვიცით, რომ არაერთ უბანზე, სადაც გლდანში სიტუაცია დაიძაბა, მთელი დღის განმავლობაში ეს ადამიანი ყველგან გადაადგილდებოდა და პროვოკაციებს აწყობდა, პირდაპირ დედას აგინებდა და ემუქრებოდა ამომრჩევლებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ