დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მიხეილ სააკაშვილი: ცდილობენ არეულობით-ქაოსით შეაშინონ ხალხი 31.10.2020 18:17

ახლა ისინი ცდილობენ არეულობით და ქაოსით, შეაშინონ ხალხი რომ ისინი არ მოვიდნენ არჩევნებზე,-   ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში აცხადებს.


მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიას ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

 

„ძალიან მშვიდად და წყნარად, ვინც არ მისულა არჩევნებზე, მინდა, ვთხოვო ყველას, არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, თქვენი,  ჩვენი შვილებისა და სამშობლოს ბედი წყდება, არაფერი საშიში არაა.  ამათ ძალა არ აქვთ. მათი შხამიანი კბილი არის ძალიან დასუსტებული. წყნარად მივიდეთ არჩევნებზე.

 

მინდა, მოვუწოდო ყველა ოპოზიცურ პარტიას, გავაერთიანოთ ძალები, ჩვენი გამარჯვების დაცვისათვის, საარჩევნო ხმების დათვლის დროს.  ჩვენ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს.  ყველა ძალა შეძლებს თავისი ძალის, პოტენციალისა და უფლებების რეალიზებას, ნამდვილად არანაირი დაპირსპირება არ არსებობს და პირიქით, განწყობილი ვართ ძალიან კონსტრუქციული საუბრისთვის. დღეს და ხვალ არის გადამწყვეტი დრო, რომ შეცვლის პროცესი საქართველოში წარმატებით დაგვირგვინდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.         

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ