დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

გოგი მეშველიანი: ნაციონალებს წაგებულ უბნებში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისკენ მიჰყავს პროცესი 31.10.2020 18:49

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარული ოლქში გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ ის საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში იმარჯვებს. მეშველიანის თქმით, სწორედ ამ მიზეზით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გეგმავენ პროვოკაციებს. 

მეშველიანის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში შეიარაღებული პირები გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა უბანზე და ის სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ამ არჩევნებს ჩვენ ამ ოლქში პირველივე ტურში დავამთავრებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები დემონსტრაციულად, სასროლი იარაღით გადაადგილდებიან, ჰყავთ მობილიზებული ე.წ. ზონდერჯგუფები, მათი ყოფილი ძალოვანების ჩართულობა ამ პროცესში სწორედ ამაზე მიანიშნებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი აპირებენ ყუთების დაზიანებას, არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისკენ პროცესის წაყვანას, რომ ყველა უბანი, სადაც ჩვენ მეტნაკლებად დიდი უპირატესობა გვექნება, იქ არჩევნები ჩაშალონ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოდის მათი შტაბიდან," - განაცხადა მეშველიანმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახა ოქრიაშვილაბსურდულს უწოდებს აღნიშნულ ბრალდებებს. ოქრიაშვილი "ქართული ოცნების" მხრიდანაც  ელოდება პროვოკაციებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ