დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ცესკო: რიგში მდგომი ამომრჩევლები 20:00 საათის შემდეგაც მისცემენ ხმას 31.10.2020 19:32

ცესკოს ბრიფინგზე, სპიკერმა ანა მიქელაძემ 20:00 საათის შემდეგ, ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე დაშვების შესახებ ისაუბრა.

 

"კანონმდებლობით გათვალისწინებულია ამომრჩეველთა დაშვება 20:00 საათის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ რიგში 20:00 საათამდე ჩადგნენ. საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის წევრი ადგენს იმ ამომრჩეველთა სიას, რომლებიც რიგში იდგნენ 20:00 საათამდე. შესაბამისად, მოქალაქეები საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ", - ამბობს ანა მიქელაძე. 

 

რაც შეეხება, კოვიდუბნებს, 21:00 საათამდე გაგრძელდება ხმის მიცემის პროცესი. 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ