დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კახა კალაძე - პირობას გაძლევთ, ამ პასუხისმგებლობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ 31.10.2020 20:34

გილოცავთ, მეგობრებო. პირობას გაძლევთ, რომ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისთან შეკრებილი ამომრჩევლისთვის მიმართვისას განაცხადა.

 

კალაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„გილოცავთ, მეგობრებო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თანამებრძოლს. ეს ყველაფერი ჩვენი თანაგუნდელებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და პირობას გაძლევთ, რომ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ. გამარჯვებებს და წარმატებებს კიდევ ერთხელ გისურვებთ. ხვალიდან ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, არც ერთ კრიმინალურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა.

 

„არც ერთ კრიმინალს, არც ერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა, არ მიეცემა ის ბოროტება, რომელიც 2012 წელს ყველამ ერთად დავამთავრეთ. გილოცავთ და გამარჯვებებს გისურვებთ“, – აღნიშნა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ