საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთის მისიაში არჩევნების შედეგებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქართველი სამხედროების ნდობა 10-ჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს საამაყო ჯარის მიმართ.
„ავღანეთის მისიაში არჩევნების შედეგები:
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"- მაზარი შარიფი - 84,7%;ბაგრამი-ქაბული - 93,3%.
ეს ნდობა 10-ჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩვენი საამაყო ჯარის მიმართ, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ ჯარის გაძლიერებას. მადლობა!“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge