დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 03.11.2020 18:01

სომხეთის შეიარაღებული ძალების აღდამისა და აღჯაბედის რაიონების სოფლებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ინტენსიურად ბომბავს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

-12:46-

 

აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომელიც ფრონტის თავზე გადაფრენას ცდილობდა.

 

-10:05-

 

3 ნოემბრის დღისით და 3 ნოემბრის ღამით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა იარაღიდან, მათ შორის ქვემეხიდან და ნაღმტყორცნებიდან, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით და დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები ძირითადად გრძელდებოდა ფრონტის აღდერეს, ხოჯავენდის, ზანგილანისა და გუბადლის მიმართულებით.

 

"დღის განმავლობაში ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის, 4 BM-21 "გრადი", 1 "კუბი", 9 სხვადასხვა ტიპის ქვემეხი, 2 სატვირთო მანქანა საბრძოლო მასალებით.

 

ამჟამად ჩვენი ჯარები ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ