დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

გია ხუხაშვილი: დღევანდელი "ქართული ოცნება" გუშინდელი "ნაციონალური მოძრაობაა" 04.11.2020 13:32

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლეკლად გთავაზობთ: 

 

"მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, რომლებიც მზად არიან მოქმედ ხელისუფალს თვალი დაუხუჭონ ყველა მამაძაღლობაზე, რადგან სხვა შემთხვევაში "საძულველი მიშა დაბრუნდება".
ჩვენ მაშინ მიშას იმიტომ კი არ ვებრძოდით, რომ პიროვნულად "არ გვევასებოდა", არამედ იმიტომ, რომ აკეთებდა იმას, რასაც დღეს ბიძინა აკეთებს.


ურჩხულის დამარცხება მხოლოდ წესების შეცვლით შეიძლება.


და თუ ამას მისივე მეთოდებით აკეთებ, იმისათვის რომ დაამარცხო, შენ უნდა გახდე უარესი ურჩხული.


ამ გზას დაადგა ბიძინა.


შესაბამისად, დღევანდელი ქართული ოცნება გუშინდელი ნაც. მოძრაობაა, გარეგნულად მოდიფიცირებული, ცოტა უფრო ბრიყვი და მიამიტი, მაგრამ შინაგანად იდენტური.


რაც უფრო მალე მიხვდებით ამას, მით უფრო მალე ვუშველით ერთად ქვეყანას." 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ