დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას 05.11.2020 12:24

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. სომხური მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში შეიარაღებული დაპირისპირება ფრონტის ხაზის აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებებზე გრძელდებოდა.

 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის მოიერიშე ჯგუფებმა ფრონტის ხაზის გარღვევა უშედეგოდ სცადეს და დიდი დანაკარგებით უკან დაიხიეს. სომხური მხარე აზერბაიჯანს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს.

 

სომხეთის მედია აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

 

აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების აღდერინის და ხოჯავენდის მიმართულებით გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხურ მხარეს ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგები აქვს. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, სომხეთის არმიამ გერანბოის, ტერტერის და აღჯაბედის რაიონები დაბომბა.

ავტორ(ებ)ი : РИА Новости

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ