დღე: 20

ღამე: 12

USD 2.6755

EUR 2.8837

ეუთო/ოდირი - ,,ტრამპის განცხადებები დარღვევების შესახებ უსაფუძვლოა'' 05.11.2020 13:00

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები საარჩევნო პროცესზე დარღვევების შესახებ უსაფუძვლოა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობას ასუსტებს. ამის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„უსაფუძვლო განცხადებები სისტემატიური დარღვევების შესახებ, რომელიც გვესმოდა აშშ-ის პრეზიდენტისგან, მათ შორის, არჩევნების დღესაც, საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ასუსტებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების შესახებ არაერთგზის განაცხადა და რამდენიმე შტატში ხმის დათვლის პროცესის შეჩერებაც მოითხოვა.

 

პენსილვანიის, ნევადის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინის, ალასკას შტატებში არჩევნების საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ გამოცხადებულა.

 

FOX NEWS-ის ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214.

 

ცნობისთვის,  არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ