დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

არიზონას შტატში შეიარაღებულმა მემარჯვენე მომიტინგეებმა საარჩევნო უბანი იძულებით დახურეს 05.11.2020 13:10

არიზონას შტატში შეიარაღებულმა მემარჯვენე მომიტინგეებმა საარჩევნო უბანი იძულებით დახურეს. დონალდ ტრამპის ასობით მხარდამჭერი მარიკოპაში საარჩევნო უბანთან ბიულეტენების დათვლის შეწყვეტის მოთხოვნით შეიკრიბა.

 

უბანზე ხმების დათვლა მიმდინარეობდა. მომიტინგეების მხრიდან იძულებისა და ხელის შეშლის გამო, ხმების დათვლა შეწყდა, საარჩევნო უბანი დაიხურა და შენობის ევაკუაცია მოხდა.

 

საარჩევნო უბანთან პოლიციელები იყვნენ მობილიზებულები. აქციის დროს სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. პოლიციელებს არც ცრემლსადენი გაზი გამოუყენებიათ.

 

ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ მონაცემებით, არიზონას შტატში ამ დროისთვისაც ჯო ბაიდენი ლიდერობს.

 

არიზონა არ არ არის ერთადერთი შტატი, სადაც აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესის შეწყვეტას ამ ფორმით შეეცადნენ.

ავტორ(ებ)ი : Reuters

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ