აშშ–ის იუსტიციის სამინისტრომ შეიარაღებულ ფედერალურ აგენტებს უფლება მისცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შევიდნენ ხმების დათვლის უბნებზე, რათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს, იუწყება New York Times-ი
გამოცემის წყაროს ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ ფედერალურ პროკურორებს დაუგზავნა ელექტონული წერილი, რომლის თანახმადაც, მათ შეუძლიათ აგენტები გაგზავნონ იმ უბნებზე, სადაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა ხმების დათვლა.
„კანონი არ უკრძალავს შეიარაღებულ ფედერალურ სამართალდამცველებს გამოიძიონ, აღკვეთონ ან რეაგირება მოახდინონ ფედერალურ დანაშულებზე დახურულ საარჩევნო უბნებზე და სხვა ადგილებში, სადაც ხმების დათვლა მიმდინარეობს“, — ციტირებს გამოცემა სამინისტროს წარმომადგენელ რიჩარდ დონოჯიუს წერილის ფრაგმენტს.
ამასთან უწყების ყოფილი თანამშრომლები განმარტავენ, რომ იუსტიციის სამინისტრო არ უნდა ერეოდეს ხმების დათვლის პროცესში, ხოლო მის თანამშრომლებს გამოძიების პროცესშიც კი არ აქვთ უფლება, შევიდნენ ბიულეტენების დათვლის ადგილებში. მათი ვარაუდით, მთავრობა ამ გზით ცდილობს საარჩევნო კომისიის თანაშრომლების დაშინებასა და ხმების დათვლის პროცესში ჩაერიოს.
შეგახსენებთ: წამყვანი ამერიკული მედიის ცნობით, გამოსაცხადებელი დარჩა ოთხი შტატის შედეგები: პენსილვანიის, მიჩიგანის, ნევადისა და ალიასკისა.
მანამდე დონალდ ტრამპმა დემოკრატები ხმების მოპარვაში დაადანაშაულა. მისი საარჩევნო შტაბი აპირებს, მოითხოვოს ხმების თავიდან გადათვლა.
ავტორ(ებ)ი : New York Times