დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი დინამო არენაზე გულშემატკივრების გარეშე გაიმართება 05.11.2020 15:37

 

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. ამის შესახებ დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა,  უეფას რეკომენდაციაა, რომ სტადიონზე იმყოფებოდეს გულშემატკივართა არაუმეტეს 30%, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გადაწყვეტილებას თითოეული ქვეყანა ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს.


უეფას რეკომენდაციაა, რომ სტადიონზე იმყოფებოდეს გულშემატკივართა არაუმეტეს 30%, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გადაწყვეტილებას თითოეული ქვეყანა ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს.


შემიძლია გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამ მატჩის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევს. მოდით, ყველამ ერთად, გამოვიჩინოთ უდიდესი პასუხისმგებლობა და ფეხბურთელებს სახლებიდან ვუქომაგოთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.


საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედინიას შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალური  მატჩი დინამო არენაზე 12 ნოემბერს გაიმართება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ