16:31 05.11.2020
მეცნიერებმა 3 ათასი წლის მუმია „აალაპარაკეს“

ფარაონ რამზეს XI-ის დროს მცხოვრები ქურუმის ნესიამუნის ხმის მოსმენა ლონდონისა და იორკის უნივერსიტეტის პროფესორების დახმარებით გახდა შესაძლებელი.

 

როგორ მოახერხეს მათ ეს? თავდაპირველად მუმიას კომპიუტერული ტომოგრაფია გაუკეთეს. ამ გზით მეცნიერებმა მუმიის თავისა და ყელის სკანერები აიღეს, რითაც ქურუმის 3D სალაპარაკო ტრაქტის მოდელი შექმნეს.

 

შემდეგ ეს მოდელი 3D-პრინტერში ამობეჭდეს. მოდელი დაზიანებული ენის გამო იდეალური არ გამოვიდა.

 

ნესიამუნი პირველი „ალაპარაკებული“ მუმია არ არის. 2016 წელს, მეცნიერებმა ალპებში მცხოვრები „ყინულის კაცის“ ხმა აღადგინეს, რომელიც 5 ათასი წლის წინ ცხოვრობდა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge