დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

სანდრო ბრეგაძე: ხმები ძირითადად გაუყალბეს მათ, ვისაც უცხოეთში პატრონი არ ყავს და მასზე ხმას არავინ ამოიღებდა 06.11.2020 12:41

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მე გეტყვით თუ როგორ გაყალბდა ხმების დიდი ნაწილი!!! ხმები ძირითადად გაუყალბეს მათ, ვისაც უცხოეთში პატრონი არ ყავს და მასზე ხმას არავინ ამოიღებდა !!!

 

ოცნებამ პირდაპირ გადაიწერა ოქმებში იმ პარტიების ხმები, რომელზეც პასუხს არ მოთხოვდნენ! ძირითადად ხმები მოპარეს პატრიოტთა ალიანსს, ბურჯანაძეს, ქართულ მარშს, კახა კუკავას და სხვებს!!! ვერ გაუბედეს დიდი რაოდენობით ხმების მოპარვა ნაცებს და ევრონაცებს, რადგან მათთვის დიდი რაოდენობით ფალსიფიკაციის გამო ამერიკის საელჩო თავზე დაამხობდათ ყველაფერს!!!

 

ეროვნული პარტიების ჩატეხვით, ოცნების მესვეურებს გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ დასავლეთი მათ კეთილი თვალით შეხედავდა და არჩევნებს “გაუპრავებდა”!!! თუმცა, მწარედ შეცდნენ. ეროვნული ძალების დაჩაგვრა და გირჩის მსგავსი ულტრალიბერალურ-სოროსული ძალების წინ წამოწევა ვერ უშველის ოცნებას!!! ძალიან მალე იხილავთ უმწვავეს განცხადებებს დასავლეთიდან და ხელისუფლების გაოგნებულ სახეებს!!! არავინ მინდა იფიქროს, რომ ჩვენი პროცენტების გამო იბრძვის ვინმე - გაყალბება გაყალბებაა და სიყალბე ყოველთვის მიუღებელია!!!

 

ჩვენ ვიცავთ ყველას ხმებს, ქართველი ამომრჩევლის ხმებს, თუნდაც სხვაზე ჰქონდეთ მიცემული ეს ხმა!!! სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავბრუნდით 90-იანების წარსულში, კვლავ სიყალბე შემოგვაჩეჩეს ხელში, კვლავ რევოლუციის ზღვარზე დავდექით !!! ერთს კი ვურჩევდი ქართულ ოცნებას - დაანებეთ კობახიძის და მისი სოროსული კლასტერის ჭკუაზე სიარულს თავი, 2012 წელს გამარჯვების მომტან ხალხს დაუბრუნდით და ახალი არჩევნები დანიშნეთ, თორემ ჩემი მრავალწლიანი პოლიტიკაში ყოფნის განმავლობაში ბევრი კოლექტიური კობახიძე მინახავს, რომელიც მშრალად გამოსულა ნაპირზე, ხოლო დანარჩენები წყლის მორევში ჩაუტივებია!!!" - წერს ბრეგაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ