17:58 06.11.2020
მამუკა არეშიძე - ,,აფხაზეთის ტერიტორიიდან, ყარაბაღში ეთნიკური სომხებით დაკომპლექტებული, მეორე ჯგუფი წავიდა'' 

აფხაზური მედია საშუალება ,,ტელეგრამ არხის ვარგონზას’’ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, ყარაბაღში საბრძოლველად აფხაზეთის ომის ვეტერანები მიდიან.  ამ საკითხთან დაკავშირებით, ,,ჯორჯიან თაიმსი'' პოლიტოლოგ მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა, მისი თქმით, ეთნიკური სომხებით დაკომპლექტებული უკვე მეორე ჯგუფი წავიდა კონფლიქტის ზონაში, მხარს მათ საერთაშორისო საკითხებში  ე. წ. პრეზიდენტის მრჩეველი, დონბასის გმირი, ახტა ავიძბა უჭერს, ინიციატორი კი გალოს ტრაპზონიანია, აფხაზეთის ომის ვეტერანი. ე.წ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი.

 

,,,ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ როდესაც ჩვენი სომეხი მეგობრები მხარდაჭერას გვთხოვენ, ავიწყდებათ ის ,,გმირობები'', რაც ბაგრამიანის ბატალიონმა აფხაზეთის ომის დროს ჩაიდინა ერთი და მეორეც, სწორედ არცახის ხელისუფლებამ აღიარა ,როგორც აფხაზეთის ასევე სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა - ამბობს არეშიძე

 

მისი თქმით, ყარაბაღის ომში საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებიც იღებენ მონაწილეობას, ორივე მხრიდან არიან დაღუპულებიც.

 

,, ყარაბაღის ომში მონაწილეობას ჯავახეთში მცხოვრები სომხებიც იღებენ, მაგრამ მათ სომხეთის მოქალაქეობა აქვთ, რაც შეეხება, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებსა და სომხებს ისინი ომში არალეგალურად მიდიან და ამის გაკონტროლება სახელმწიფოს მხრიდან ფაქტობრივად შეუძლებელია - აღნიშნავს პოლიტოლოგი

 

როგორც, მამუკა არეშიძე ამბობს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ შეუიარაღებელ ადამიანს ვერ აუკრძალავ ქვეყნის დატოვებას. ამიტომ საქართველოს, ამ ადამიანების ქვეყნიდან არ გაშვების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge