დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ტრამპი დანებებას არ აპირებს 07.11.2020 10:11

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ტრამპი დანებებას არ აპირებს და ის ბოლომდე იბრძოლებს.  

 

„ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკელი ხალხი იმსახურებს სრულ გამჭვირვალობას, შესაბამისად ყველა ხმის დათვლას და არჩევნების შედგების დასაბუთებას. ახლა საუბარი არა რომელიმე კონკრეტულ არჩევნებზე, არამედ თავად საარჩევნო პროცესის მდგრადობაზე. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ კანონიერ გზით გაცემული ბიულეტენები უნდა დათვალონ, ხოლო უკანონო ბიულეტენები უნდა გაუქმდეს, თუმცა დემოკრატების მხრიდან წინააღმდეგობას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს კანონის ყველა მეთოდის გამოყენებით, რათა ამერიკელი ხალხი დარწმუნებული იყოს ჩვენს მთავრობაში. მე არასდროს შევწყვეტ ბრძოლა თქვენთვის და ჩვენი ერისთვის“, -  ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

 

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის ვინაობა ამ ეტაპზე კვლავ უცნობია. ამჟამად ლიდერობს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი, თუმცა „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი გამარჯვების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

 

ხმების დათვლა გრძელდება ნევადაში, პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და არიზონაში. ამასთან, ჯორჯიის შტატში, სადაც ბაიდენი მცირე უპირატესობით იმარჯვებს, ხმების გადათვლა იგეგმება.

ავტორ(ებ)ი : Reuters

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ