11:16 07.11.2020
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 6 ნოემბერს დღის განმავლობაში და 7 ნოემბრის ღამით საბრძოლო ოპერაციები ძირითადად აღდერეს, აღდამისა და ხოჯევანდის მიმართულებებით ხორციელდებოდა. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მოწინააღმდეგის მე-6 სამთო-მსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ დანაკარგი განიცადა.

 

„ამჟამად, საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

 

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge