დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს 08.11.2020 14:19

დღეს, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა. ეპიდემოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყრილობა ღია სივრცეში, თბილისში, ძიუდოს აკადემიის ტერიტორიაზე მდებარე მოედანზე ჩატარდა. საპრეზიდენტო არჩევნებში 55 დელეგატი მონაწილეობდა. ყრილობამდე კანდიდატურა მოხსნეს გურამ მოდებაძემ, ლაშა გუჯეჯიანმა, ხოლო არჩევნების წინა დღეს იგივე ხუბულურმა გააკეთა და მხოლოდ ერთი კანდიდატი დარჩა – მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი. დელეგატებმა ჯერ მოისმინეს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში განვლილ 4 წელიწადში ჩატარებული სამუშაოს შესახებ. ამის შემდეგ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა და 55-ვე დელეგატმა ხმა გიორგი ათაბეგაშვილს მისცა. პირველი ვიცეპრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გახდა. ვიცეპრეზიდენტებად აგრეთვე აირჩიეს ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი, თამაზ ნავერიანი და ცეზარ ჩოჩელი, გენერალურ მდივნად – ლევან ნოზაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ