დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ირაკლი ალადაშვილი - ,, ამ ხელშეკრულებით ყველაზე მოგებული რუსეთი დარჩა'' 10.11.2020 13:19

იმ ხელშეკრულებით, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა და რომელიც მიზნად ცეცხლის შეწყვეტას ისახავს, ყველაზე მეტად მოგებული რუსეთი დარჩა -  აცხადებს  ,, ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბარში ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი.

ის რაც სომხეთმა რუსეთის დახმარებით ბიშკეკის ხელშეკრულებით მიიღო, რუსეთის ხელშეწყობითვე დაკარგა“, - აცხადებს ალადაშვილი. მისი თქმით, პუტინმა დასაჯა ფაშინიანი და სომეხი ხალხი, იმისათვის, რომ მათ დასავლეთისკენ გახედვა სცადეს და 2 წლის წინ მათთან დაახლოებული მთავრობა ჩამოაგდეს.

,,რუსეთი სამხედრო ბაზებს ახლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც განათავსებს, ანუ ყარაბაღში, შესაბამისად, ალიევის ხელით, მან ფაშინიანი მოიშორა და ბაზების საკითხიც მოაგვარა აზერბაიჯანის ერიტორიაზე’’, - განაცხადა ექსპერტმა.

რაც შეეხება, ფაშინინის მთავრობას, ალადაშვილის აზრით, სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას დიდი დღე არ უწერია, რაზეც დღეს დილით ერევანში განვითარებული მოვლენებიც მეტყველებს.

ცნობისთვის: სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა უკვე გამოქვეყნდა სამმხრივი შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ