დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ვახტანგ მაისაია: ყარაბაღის კონფლიქტში, თურქეთმა და რუსეთმა საკუთარი გავლენის სფეროები გადაინაწილეს 10.11.2020 15:00

„ადრეც ვამბობდი, რომ რუსეთი დაიწყებდა სამშვიდობო ოპერაციას და არ არის გამორიცხული, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანულ მხარეზე გამოჩნდნენ თურქი სამხედროები“, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ სამხედრო ექსპერტმა და პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.

 

მისივე თქმით, არის დიდი ალბათობა იმისაც, რომ რუსეთმა სამხედრო ტრანზიტის  ხელშეკრულება აამოქმედოს, რომელიც, ჯერ კიდევ, მიხეილ სააკაშვილმა დადო.  

 

„თუ გავითვალისწინებთ, რომ მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო ხელშეკრულების ფორმატში ჩადებულია ის, რომ სომხეთმა უნდა გაატაროს თურქეთისა და აზერბაიჯანის შენაერთები, დიდი ალბათობით, საქართველოსთანაც იგივე ფუნქციას შეასრულებს. მეორე ვარიანტია ის, რომ შესაძლოა რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე სატრანზიტოდ გამოიყენოს, ხოლო თუ ჩვენი ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, რუსეთმა აგრესიული ოკუპაცია განახორციელოს“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ