დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

გია ხუხაშვილი: აშშ-მ დაინახა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე და დაიწყო მოქმედება ერთადერთი შესაძლო მიმართულებით - საქართველო 11.11.2020 13:13

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს:

 

"რას უნდა უკავშირდებოდეს მაიკლ პომპეოს ასეთი სასწრაფო, დაუგეგმავი ვიზიტი საქართველოში?


საქმე იმაში გახლავთ, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ფრთხილად და აუჩქარებლად ამერიკული პოლიტიკა.


ამ მოცემულობაში ყველა დაინტერესებულ მხარეს უწევს სწრაფი და არაორდინალური მოქმედებები, იმისათვის, რომ გააფართოვოს, ან უარეს შემთხვევაში შეინარჩუნოს რეგიონში საკუთარი პოზიციები.


ჩემის აზრით, აშშ-მ დაინახა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე და დაიწყო მოქმედება ერთადერთი შესაძლო მიმართულებით - საქართველო.


მაღალი ალბათობით, შემოთავაზებული იქნება ევრო-ატლანტიკურ სისტემაში ჩვენი დაჩქარებული ინტეგრაცია. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი დაიწყოს აშშ- ს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის რაღაც ფორმით სასწრაფო ფიქსაციაზე საქართველოში, მომავალში სამხედრო ბაზის დაანონსებით.


შედეგები კარგი ტესტი იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის.


იმას მაინც გავიგებთ, რეალურად რა უნდათ..."- წერს ხუხაშვილი. 

 

ცნობისათის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მაიკ პომპეო თბილისში შეხვედრებს გამართავს, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გამოხატოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ