საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, 12 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ შეხვედრას თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. დინამო არენაზე წლის მთავარი საფეხბურთო მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. თამაში კორონავირუსის პანდემიის გამო, მაყურებლების გარეშე ჩაივლის.
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრას კორონა ვირუსის გამო ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია გამოაკლდნენ.
„დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები“, - განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (რივე-ოტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი).
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი (ოირვე-ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი).
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge