დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სკანდალური ჩანაწერი – ივანე ბურდული ქრთამის სანაცვლოდ ცესკო-ს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვს 12.11.2020 20:19

“კვირამ” ექსკლუზიურად მესამე პირისაგან მოიპოვა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ცესკო-დან დემარშით წასული, ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარი, ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს. ბურდული ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ ხატია ფერსაშვილს სთავაზობს, რომ დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და გააკეთოს მადისკრედიტებელი განცხადებები. გთავაზობთ სრულ აუდიოჩანაწერსა და ჩანაწერის გაშიფრულ ტექსტს.

 

ვერ გადაიბირე ვერავინ?

 ვაიმე, მესამედ მეკითხები უკვე

 რა, თუ გადაიბირე ვინმე, რა უბედურებაა, ვერ გავიგე?

 წამოდი-მეთქი, გეუბნები და არ მოდიხარ და მეტი რა გითხრა, ვერ გავიგე.

 სად წამოვიდე?

 სად წამოხვიდე და გეუბნები სადაც წამოხვიდე, შეჩემა.

 შენთან ერთად ტელევიზიებში ვირბინო?

 იცი, რა არის? ორი ვარიანტი გაქვს.

 აბა?

 დაწერე განცხადება და გაქრი. მართლა გეუბნები. დაწერე განცხადება, გაქრი, თქვი, რომ ვაბშე არაფერს არ ვაკეთებ. ეგ იქნება ა, და იქნება ბ, დაწერე განცხადება, გამოდი, დააჯვი.
 ხო, პირველ შემთხვევაში მიიღებ 100 ლარს, მეორე შემთხვევაში მიიღებ – 300 ლარს ან 500 ლარს, მეტი რა გითხრა?! თუ არადა, იჯექი და შეყურე ტრაკში მაგ ყლეებს, იხილე რა 5 საათამდე რაღაცა ყლე ფურცლები ვიღაცა ყლეების ყლეობა დაწერილი საჩივრები, ანძრიე ორი ხელით, ისა რა ქვია, არასამუშაო დროს და იჯექი დილის 10-დან 6 საათამდე, რავი, შენი არჩევანია. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე.

 კი, ვიდგები ქუჩაში ხვალიდან.

 გინდა ქუჩაში იდექი, გინდა სახლში იჯექი, მაგრამ გეუბნები, რომ პირველი, ა შემთხვევაში მიიღებ 100 ლარს, ბ შემთხვევაში მიიღებ 500-ს ან რა ვიცი, შეიძლება, 700 ლარიც, არ ვიცი, მაგრამ ბევრს, არ არის ცოტაზე საუბარი, საუბარი არის ბევრზე, მეტი რა ვქნა.

 

 

იხილეთ ვიდეო: 

 

 

კვირა.გე

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ