დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მაკედონიამ 1:0 გაიმარჯვა - „ღმერთო, რა ახლოს ვიყავით ევრო 2020-ზე გასვლასთან“ 12.11.2020 22:54

მაკედონიამ 1:0 გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრები დამარცხდა. ჟურნალისტების ემოციური შეფასებები მატჩის შემდეგ:

 

მერაბ მამულაშვილი:

 

საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი 1994 წელს გამართა. მას მერე ევროპის ჩემპიონატის ექვსმა შესარჩევმა ეტაპმა ისე ჩაიარა, რომ ჩვენი გუნდი ევროპაზე ერთხელაც ვერ გავიდა. ყველაზე ახლოს მიზანთან 2020 წელს აღმოვჩნდით. ერთა ლიგის D ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ, ნახევარფინალში ბელარუსი დავამარცხეთ და 12 ნოემბერს ფინალში მაკედონიას შევხვდით. ძალიან ჩაკეტილ მატჩში, ცხადი იყო, რომ შეხვედრის ბედი ერთი დარტყმით უნდა გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა, მატჩის ყველაზე მაღალი კლასის ფეხბურთელმა გორან პანდევმა 56-ე წუთზე კარგი კომბინაცია გოლად აქცია, მაკედონიამ 1:0 გაიმარჯვა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა, ხოლო საქართველოს ნაკრებს ევროპაზე ოცნება მომავლისთვის გადადო.

 

გოგა ჩანადირი:

 

ღმერთო, რა ახლოს ვიყავით ევრო 2020-ზე გასვლასთან. ღმერთო, როგორ დამწყვიტე გული. დამაინც არ შევეგუოთ ამ იმედგაცრუებას, ისევ ვიომოთ, რომ მერე მაინც ვითამაშოთ დიდ პირველობებზე. მაინც მადლობა ჩვენს ნაკრებსა და მწვრთვნელ ვაისს ბოლო იმედისთვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ