დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ბენ ჰოჯესი: მსურს, საქართველოში აშშ-ის ინფრასტრუქტურის გაზრდა ვნახო 13.11.2020 11:35

ამერიკელი გენერალი, აშშ-ს ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ სურს, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი სამხედრო ინფრასტრუქტურა იხილოს. ამის შესახებ მან სააგენტო "იუროფ თაიმ"-თან ინტერვიუში განაცხადა. 

 

"მსურს ვნახო საქართველოში აშშ-ის ინფრასტრუქტურის გაზრდა, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების, ასევე საზღვაო ძალების კომპონენტის მხარდაჭერა. ეს არის დიდი ძალების კონკურენციის ნაწილი, იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციებს დიპლომატიაში, ინფორმაციასა და კერძო ეკონომიკაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაში", - ამბობს ბენ ჰოჯესი. 

 

გენერლის თქმით, სომხეთში რუსული ბაზების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, ყურადღება უნდა მიაქციონ. მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში ჩასული რუსი სამხედროები უფრო მეტად ოკუპანტები იქნებიან, ვიდრე მშვიდობისმყოფელები - როგორც ეს აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში ხდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ