დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ორფოლოში“ 62-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დასრულდა 14.11.2020 12:09

შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ ორფოლოში მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62- საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დასრულდა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნითი ეტაპი შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით დაასრულა.

 

დასკვნით საველე სწავლებაში მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამმა რეაქტიულმა ბატარეამ წინასწარ განსაზღვრულ რაიონში 32- ბატალიონს (ვირტუალური ქვედანაყოფი) საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა გაუწია და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. საბრძოლო სროლებში 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.

 

10-დღიანი წვრთნების მიზანი 62- საარტილერიო ბატალიონის დაქვემდებარებული  ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ