დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება იზეიმა 15.11.2020 15:01

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ტოჩინოშინი, რომელიც ნოემბრის ბაშოს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მეისეის შეხვდა და ჰატაკიკომით სძლია. 33 წლის ქართველმა სეკიტორმა 25 წლის იაპონელი დოჰიოზე დაანარცხა. ამ დროისათვის, ტოჩინოშინის მაჩვენებელი 5 მოგება და 3 მარცხია და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 7 შეხვედრიდან მხოლოდ სამის მოგება სჭირდება. ქართველი სუმოისტი მომდევნო ორთაბრძოლას აღმოსავლეთის მე-10 მაეჰაშირა რიუდენთან ჩაატარებს, რომელთან ურთიერშეხვედრებშიც თანაბარი ბალანსი (2 მოგება, 2 მარცხი) აქვს

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ