დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს 15.11.2020 15:05

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო არენაზე სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩისთვის 27 ფეხბურთელი ემზადება. ცნობილია, რომ სომხეთთან შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია გამოტოვებენ. კორონავირუსის გამო გუნდს კვლავ ვერ დაეხმარებიან ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია. სომხეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები მესამე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და ეს მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. დღევანდელი მატჩი დინამო არენაზე უმაყურებლოდ ჩატარდება. შეხვედრა საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ