დღე: 35

ღამე: 22

USD 2.705

EUR 3.0872

„ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს, შეიძლება ვერც გადაიტანოს და ამ ცოდვას ნუ აიკიდებთ“ - მო­ნას­ტრის საძ­მო­ს კო­რო­ნა­ვირუ­სი დაუდასტურდა 15.11.2020 19:51

სო­ფელ ქან­და­ში მდე­ბა­რე 13 ასუ­რე­ლი მა­მის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი არ­ქი­მან­დრი­ტი სე­რა­ფი­მე სოციალურ ქსელში წერს, რომ მო­ნას­ტრის საძ­მო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ფიქ­სირ­და:

 

 

უამრავი მწერს მართალიაო რომ თქვენს საძმოს მონასტერში დაუდასტურდა covid 19 ??? დიახ მართალია და ყველა პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ დაავადებას. თუ ჩვენს საძმოს სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს ეს დაავადება და ეს პროცესი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენგან არ გადაედება სხვას. ამიტომ ჩემი კურთხევით ავთანდილმა დაწერა და გამცნოთ, რომ მონასტერში დღეიდან ჩათვალეთ რომ კარანტინია. გთხოვთ თუ რომელიმეს დაგიდასტურდათ ეს დაავადება, კი ნუ დამალავთ ამას არამედ ღიად განაცხადეთ და მოერიდეთ ხალხს. იცოდეთ, რომ თუ თქვენგან გადაედება ვინმეს ისეთს, ვისაც იმუნიტედი დაქვეითებული აქვს შეიძლება ვერც გადაიტანოს და ამ ცოდვას ნუ აიკიდებთ. გლოცავთ ყველას და გთხოვთ მოგვიხსენიოთ. დიდი პატივისცემით და სიყვარულით არქიმანდრიტი სერაფიმე.

 

 

მოგვიანებით მამა სერაფიმემ მეორე პოსტიც გამოაქვეყნა: „ყვე­ლას გთხოვთ, დიდი მო­წი­წე­ბით, რომ მუხ­ლმოდ­რე­კით მო­იხ­სე­ნი­ოთ უძ­ლუ­რე­ბა­ში მყოფი დე­კა­ნოზ მამა და­ვი­თი ქვლი­ვი­ძე. ახ­ლა­ხან მაც­ნეს, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში­აო. დი­ა­ბეტ­ზე და­არ­ტყა ამ ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ...“, წერს არ­ქი­მან­დრი­ტი.

 

 

მამა დავით ქვლივიძის შვილი, ნინო ქვლივიძეც სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას მამის ჯანმრთელობის შესახებ:
„ჩვენო გულშემატკივრებო, პირველ რიგში გულწრფელად დიდი მადლობა ასეთი თანადგომისთვის და ყურადღებისთვის! მამას მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილური, თუმცა რთული. რეანიმაციულ განყოფილებასთან დაკავშირება და პაციენტის მოკითხვა ყოველთვის რთულია, მითუმეტეს ამჟამად არსებულ ვითარებაში. ექიმებს დღეში მხოლოდ 1 საათი აქვთ გამოყოფილი ყველა პაციენტის ოჯახის წევრებთან სასაუბროდ. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ზარი შედის კლინიკაში მამას მომკითხველებისგან. თუმცა, ამით ხელი ეშლებათ არა მხოლოდ კლინიკის თანამშრომლებს მუშაობაში, არამედ რეანიმაციაში მყოფ სხვა პაციენტის ოჯახის წევრებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ექიმთან დაკავშირებას და თავიანთი ოჯახის წევრის ამბის გაგებას. გარდა ამისა, ექიმს არ აქვს უფლება ოჯახის წევრის გარდა ვინმე სხვას მიაწოდოს ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ და ნებისმიერი ზარი მხოლოდ ფუჭი დროის კარგვაა. ძალიან გთხოვთ, სიახლის გასაგებად დაგვიკავშირდეთ ოჯახს. მჯერა ყველაფერი კარგად იქნება! მამას აქვს კოვიდი, ასევე დაინფიცირებულები არიან ოჯახის ყველა წევრი ჩემს გარდა. მამას აქვს მწვავე პნევმონია,ჟანგბადის უკმარისობა და შაქრის მაღალი მაჩვენებელი. უჭირს სუნთქვა და არის ჟანგბადის აპარატზე- CPAP-ზე. არ აქვს სეფსისი! არ აქვს ცალი ფილტვი გათიშული! არ არის დაინტუბირებული! არ არის კომაში! ანუ გონებაზეა და კონტაქტურია. ამჟამად არის სტაბილურად მძიმედ. ახალგაზრდაა, მოერევა და გამოჯანმრთელებულების სტატისტიკაშიც მალე მოხვდება".

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge