დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პლაშისა და ბურუსის რაინდები: თეთრი სახლიდან წასვლის წინ მაიკ პომპეომ იდუმალი საზღვარგარეთული ტურნე დაიწყო 18.11.2020 13:30

 

რუსულ გაზეთის „კომერსანტ“-ის («КоммерсантЪ») დღევანდელ, 18 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პლაშისა და ბურუსის რაინდები: თეთრი სახლიდან წასვლის წინ მაიკ პომპეომ იდუმალი საზღვარგარეთული ტურნე დაიწყო“, რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროაზიური ვიზიტის შესახებაა საუბარი.


„სანამ ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის გუნდელები ხელისუფლების გადაცემის პრინციპებს არკვევენ, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თავისი ერთ-ერთ ყველაზე უცნაური და იდუმალი მრავალდღიანი საზღვარგარეთული ტურნე დაიწყო. იგი უკვე იმყოფებოდა საფრანგეტში, თურქეთში, გუშინ საქართველოში ჩავიდა, იქიდან კი რამდენიმე ახლოაღმოსავლურ ქვეყანას ეწვევა. ვიზიტის მიზნები ბურუსით არის მოცული: მისი ვოიაჟი ან დამშვიდობებას ნიშნავს, ან იგი გარკვეულ ინსტრუქციებს უტოვებს პარტნიორებს აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან მუშაობისთვის... არც ის არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც უარყოფს „კოჭლი იხვის“ როლში ყოფნას, მაინც გადაწყვიტა სერიოზული გავლენა მოახდინოს ახლო აღმოსავლეთის ბედზე. დრო მას ჯერ კიდევ აქვს“, - წერს გაზეთი.


„მაიკ პომპეო ჯერ პარიზში იყო და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვდა, შემდეგ კი იგი სტამბოლში ჩავიდა. სხვათა შორის, სახელმწიფო მდივნის ვიზიტში ყველაზე აუხსნელი და გაურკვეველ ადრესატს თურქეთი წარმოადგენს. ცნობილია, რომ თურქეთის დამოკიდებულება აშშ-სთან დიპლომატიური კონფლიქტის ზღვარზე ბალანსირებს, რაც, რასაკვირველია, კონტატქებისა და კოორდინაციის შეწყვეტას არ ნიშნავს, განსაკუთრებით სირიასთან მიმართებით. მაგრამ ამჟამად ერთგვარი კონფუზი მოხდა - მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს როგორც პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლიუთ ჩავუშოღლუმ. სავარაუდოდ, ისინი მაიკ პომპეოს ვიზიტის პროგრამით განაწყენდნენ, რომელიც კონსტანტინოპოლის  პატრიარქთან - ბართლომესთან შეხვედრას ითვალისწინებდა. ცნობილია, რომ ბართლომემ ძალზე ნეგატიურად შეაფასა რეჯებ ერდოღანის გადაწყვეტილება „აია-სოფია“-სათვის მეჩეთის სტატუსის დაბრუნების შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა უწყებამ მაიკ პომპეოს ვიზიტი „სრულიად უადგილოდ“ მიიჩნია.


თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სტამბოლიდან გამოფრენისას ფრანგულ გაზეთს „ლე ფიგაროს“ განუცხადა, რომ ნეგატიურად აფასებს ანკარის პოლიტიკას:  „მე და პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შევთანხმდით იმაში, რომ თურქეთის მოქმედება ბოლო დროს ძალიან აგრესიულია“, - თქვა მაიკ პომპეომ გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში. მას მხედველობაში ჰქონდა ანკარის მიერ გადადგმული ნაბიჯები მთიან ყარაბაღში, ლიბიაში და ხმელთაშუაზღვისპირეთში.


მაიკ პომპეოს ვიზიტის ახლოაღმოსავლური თემა ისრაელში გაგრძელდება, სადაც იგი თბილისიდან უნდა ჩავიდეს. მისი ტურნეს ეს ნაწილიც შეიძლება ისტორიაში შევიდეს: მაიკ პომპეო ეწვევა ერთ-ერთ ებრაულ დასახლებას, რომელიც ისრაელის მიერ ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე მდებარეობს და რომლის ანექსია პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა. დაგეგმილია აგრეთვე ერთობლივი მოლაპარაკება მაიკ პომპეოს, ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდელ ლატიფ აზ-ზაინის მონაწილეობით, რომელიც პირველად ჩადის ისრაელში.


როგორც ცნობილია, სწორედ აშშ-ის ხელშეწყობით დაიდო ხელშეკრულება ერთი მხრივ, ისრაელისა და მეორე მხრივ, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინისა და სუდანს შორის, რომელიც ურთიერთობის ნორმალიზებას ითვალისწინებს. დოკუმენტი ისტორიაში „აბრამის შეთანხმებით“ არის შესული - სამი მონოთეისტური რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის  ბიბლიური მამის - აბრამის პატივსაცემად.


„მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს ყურადღება დაეთმობა საუდის არაბეთის, საემიროების, ბაჰრეინისა და ეგვიპტის მიერ ბაჰრეინისათვის გამოცხადებული ბლოკადის მოხსნასაც“, - იუწყება გაზეთი.


წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4575365

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ