დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველოს ნაკრებმა საშინლად დაწყებული ნოემბრის სერია სამარცხვინოდ დაასრულა 18.11.2020 23:06

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2020 წლის ბოლო შეხვედრა „დინამო-არენაზე“ ესტონეთთან მძიმე ფონზე გამართა. ქართველი ფეხბურთელები ესტონეთს დაუპირისპირდნენ ახალი დროებითი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სომხეთთან წაგების შემდეგ გადამდგარი ვლადიმირ ვაისი შეცვალა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მეექვსე შეხვედრამდე მხოლოდ ერთი სტიმული ჰქონდა – შეეძლო ჯგუფში მეორე ადგილზე გასულიყო, თუ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონია სომხეთს დაამარცხებდა. მაგრამ ჩვენი იმედები არათუ არ ახდა, კიდევ ერთი გულისტკივილი გველოდა.

 

 

გუნდს თამაშის წინ დააკლნენ თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა საბა კვირკველია დათა ხოჭოლავათი შეცვალა, ხოლო მარცხენა ფლანგზე ჯიმი ტაბიძე დააყენა. თამაშის დღეს წამოსული წვიმა არც მატჩის მსვლელობის დროს შემწყდარა. ისედაც რთულ ფსიქოლოგიური მდგომარეობაში ჩავარდნილი ჩვენი ნაკრების ამოცანას ესეც ართულებდა. საბოლოოდ, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა საშინლად დაწყებული ნოემბრის სერია სამარცხვინოდ დაასრულა.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ