10:53 19.11.2020
რუსმა სამშვიდობოებმა ლაჩინის დერეფანი განაღმეს

რუსმა სამშვიდობოებმა ლაჩინის დერეფანი და არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქი სტეპანაკერტი სრულად განაღმეს

 

მათ სადამკვირვებლო პუნქტიც აღმართეს ქალაქი შუშის მახლობლად. ამით ლაჩინის დერეფნის გავლით მოძრაობა გაიხსნა. პირველმა ავტომობილებმა უკვე გაიარეს მონაკვეთი, ხოლო უახლოეს მომავალში სომხეთიდან დაიწყებენ დაბრუნებას ყარაბაღიდან დევნილები.

 

სიტუაცია მთიან ყარაბაღში სექტემბრის ბოლოს დაიძაბა.

 

9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა რეგიონში სამხედრო ქმედებებისა და ცეცხლის სრულად შეწყვეტის სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოებიც განთავსდებიან.





ავტორ(ებ)ი : Sputnik