12:00 19.11.2020
დედამიწაზე დარჩენილ ერთადერთ თეთრ ჟირაფს GPS სისტემით დაიცავენ

სამყაროში ერადერთი თეთრი ჟირაფია დარჩენილი, რომელზეც ველური ბუნების დამცველები განსაკუთრებული ყურადღებით ზრუნავენ. მათ ცხოველის ერთ რქაზე GPS-ის სისტემა დაამაგრეს, რომელიც კენიის ტყეებში მისი გადაადგილებისა და მდებარეობის შესახებ ინფორმაციას საათში ერთხელ აგზავნის. ინფორმაციას Independent  ავრცელებს. 

 

გასაკვირია, მაგრამ, ეულად დარჩენილ მამალ ჟირაფს სახელი ამ დრომდე არა აქვს შერჩეული, თუმცა მის გადარჩენაზე მსოფლიო ზრუნავს.

 

ჟირაფს დედალი მეწყვილე და პატარა შვილი - ბოჟიკი ბრაკონიერებმა მოუკლეს. ჟირაფს იშვიათი გენეტიკური დაავადება ლეიციზმი აქვს, რაც მის ბეწვს თეთრ შეფერილობას აძლევს. ველური ბუნების დამცველები შიშობენ, რომ უნიკალური ჟირაფი გარემოში ადვილად შესამჩნევი და ბრაკონიერების ნადირობის ობიექტი შეიძლება გახდეს.

 

ცხოველის დაცვაზე კენიის ველური ბუნების დამცველები, ფონდი Northern Rangelands Trust და ჟირაფების გადარჩენის ორგანიზაცია ერთობლივად ზრუნავენ. 




ავტორ(ებ)ი : Independent