ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენტ“-ში («The Independent») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მაიკ პომპეოს დასცინიან იმის გამო, რომ იგი მიესალმა საზღვარგარეთ ჩატარებულ „თავისუფალ და სამართლიან“ არჩევნებს, ამ დროს კი დონალ ტრამპი აშშ-ში არჩევნების შედეგებს სადაოდ თვლის და ასაჩივრებს“.
პუბლიკაციაში ირონიულად არის განხილული მაიკ პომპეოს მიერ ტვიტერში გაკეთებული განცხადება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად, მაღალ დემოკრატიულ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებით იმ ფონზე, რაც ამერიკაში ხდება - როცა დონალდ ტრამპი ჩივის ამერიკული მასმედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და სხვადასხვა შტატში ხმების გაყალბებაზე...
მაიკ პომპეოს ნათქვამს სოციალურ ქსელებში ჯორჯიის შტატიდან ეხმაურებიან, სადაც არჩევნების დროს დარღვევები დაფიქსირდა და რომლის მიმართაც დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის ქცევა ბევრი დამკვირვებლისა და ექსპერტის შეფასებით, „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას“ წარმოადგენს. ამ ფონზე ცნობილი მწერალი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი ენ ეპლბაუმი მაიკ პომპეოს განცხადებას თბილისში ვიზიტს „თვალთმაქცობას“ უწოდებს.
წყარო: https://www.independent.co.uk/news/world/americas/us-election-2020/mike-pompeo-georgia-trump-election-win-biden-b1725083.html
ავტორ(ებ)ი : სიმონ კილაძე